სტრატეგიული გეგმა

სკოლის განვითარების სტრატეგიული

2010/11–2011/16 სასწავლო წლებზე

წარმოდგენილი სკოლის დირექტორის მიერ

2010 წლის აგვისტოში

დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს მიერ

პედსაბჭოს სხდომის ოქმი #1

სტრატეგიული განვითარების გეგმა ეფუძნება საქართველოს კანონს "ზოგადი განათლების შესახებ".

შესავალი:

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა ჩამოყალიბდა 2003-2004 სასწავლო წელს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბას ლოცვა-კურთხევით გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამტრედიის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის ”XI საუკუნებაზაზე. სკოლის დამფუძნებელია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის სახელით ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ის არის ასევე სკოლის რექტორიც.

სკოლა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ორმაგი დაქვემდებარებისაა. იგი ექვემდებარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრს, რომლის ხელმძღვანელია რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

სკოლის დირექტორია ნატალია კოპალეიშვილი.

სკოლაში საღვთისმეტყველო სწავლებას ხელმძღვანელობს სკოლის მოძღვარი დეკანოზი ვახტანგი (მაღლაკელიძე).

სკოლა ასრულებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტს, მაგრამ სკოლაში მეცნიერებათა საფუძვლების გარდა ისწავლება საღვთისმეტყველო საგნები: ბიბლია, საღვთო სჯული, სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ქრისტიანული ხელოვნების ისტორია, გალობა, ხატწერა. სკოლაში სხვადასხვა საგნობრივ წრეებთან ერთად მუშაობს სიწმინდეების გეოგრაფიის წრე, რომლის მიზანია წმიდა ადგილების ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა და შემდგომ მოლოცვა. ასევე სკოლაში ხდება სამკურნალო მცენარეების შესწავლა, რისთვისაც შექმნილია ფიტო-ლაბორატორია.

სკოლას მრავლად ჰყავს სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში და ოლიმპიადებში გამარჯვებულები. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს.

სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური კადრებით. სკოლაში 40-მდე პედაგოგი მუშაობს. მათ შორის 4 არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სტიპენდიატი: ნინო ტონია, შორენა ანჯაფარიძე, მანანა ფოცხვერია, იზოლდა დვალი.

სკოლის მთავარი მიზანია მისცეს მოსწავლეს მეცნიერულ ცოდნასთან ერთად რელიგიური ცოდნაც, ასწავლოს მას ეკლესიური და ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება. აღზარდოს მომავალი თაობა ზნეკეთილ ადამიანებად, მართლმადიდებელ ქრისტიანებად, ჭეშმარიტ მამულიშვილებად

სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას; დაწყებით, საბაზოდ და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება: საქართველოს კონსტიტუციას, ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონს, საჯარო სკოლის შესახებ წესდებას, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულებას.

პრეამბულა

სკოლის მისია, მიზანი და ამოცანა:

სკოლის მისიაა: აღზარდოს მართმადიდებლური ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, რომელიც არის მიმტევებელი, საღად მოაზროვნე, იცავს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ და სულიერ ღირებულებებს, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში ადაპტაციას, სწორი ორიენტაციის არჩევას. სკოლა შეუწყობს ხელს მოსწავლეების ღირსეულ, ქართველ, მართლმადიდებელ ქრისტიანად ჩამოყალიბებას, პირადი ინტელექტის გაძლიერებას და წარმატებულ, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ ადამიანად ჩამოყალიბებას. სკოლა ახორციელებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს, აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, დისპუტებს, კონფერენციებს, მოლოცვებს, ლაშქრობებს, საქართველოს ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს.

სკოლის მიზანი: სკოლის მიზანია მოზარდის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ზნეობრივი და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

შრომის მაღალნაყოფიერების, ინიციატივების, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, დადებითი ფსიქოლოგიური კლიმატისა და კოლექტივის ერთიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

სკოლის ამოცანა: დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი. ყოველ სასწავლო წელს მოახდინოს შიდა მონიტორინგი.

I. ინფორმაცია სკოლის შესახებ: ქ.სამტრედია, რობაქიძის ქ. #63; 8 (211) 2 16 93; 877 76 21 34;

მოსწავლეთა რაოდენობა:

2009/10 სასწავლო წელს – 151 მოსწავლე;

2010/11 სასწავლო წლის დასაწყისის მდგომარეობით165 მოსწავლე;

II. სასკოლო - სასწავლო გეგმა;

III. სკოლის ბიუჯეტი;

IV. სკოლის დამფუძნებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. ეკლესიის სახელით უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს საბას (გიგიბერია).

მიტროპოლიტი საბა ბრძანდება სკოლის რექტორი, რომლის ლოცვა–კურთხევით მიმდინარეობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სკოლაში საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების კანონის შესაბამისად.

V. სკოლის დირექტორი:

) შეიმუშავებს სკოლის მისიას, მიზნებს და ამოცანებს;

) შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების გეგმას;

) ხელმძღვანელობს კოლექტივს და ანაწილებს რესურსებს;

) სკოლას სთავაზობს რეკომენდაციებსა და ცვლილებებს;

VI. პედაგოგთა რაოდენობა: (2010/11 სასწავლო წლის მდგომარეობით)

) ძირითადი 30;

) შეთავსებით 2;

) უმაღლესი განათლებით 31;

) საშუალო სპეც.განათ. – 1;

) მათ შორის ქალი27;

) მათ შორის სერთიფიცირებული1;

VII. სკოლის დირექცია: რექტორი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე საღვთისმეტყველო დარგში, დირექტორის მოადგილე სასწ. დარგში, ბუღალტერი:

) სახავენ პროფესიულ მიზნებს;

) ახორციელებენ დაკისრებულ ამოცანებს;

) აფასებენ სკოლის საქმიანობას;

) უფლებამოსილების განსახორციელებლად ეძლევათ შესაბამისი რესურსები;

) იმაღლებენ კვალიფიკაციას, გადიან ტრენინგებს.

VIII. სკოლის პედაგოგიური საბჭო:

) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და პედაგოგიური საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას;

) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელმღვანელოების ნუსხას;

IX. სასკოლო სასწავლო გეგმა:

) სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით;

) სასკოლო სასწავლო გეგმა დგება ყოველი სასწავლო წლის დამდეგამდე. მისი დამტკიცება

ხდება პედაგოგიური საბჭოს მიერ ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, არაუგვიანეს შვიდი

კალენდარული დღისა;

) სასკოლო სასწავლო გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს პრიორიტეტები (საღვთისმეტყველო საგნების სწავლება (ბიბლია, საღვთო სჯული, ქრისტიანული ხელოვნების ისტორია, სამოციქულო ეკლესიის ისტორია, სიწმინდეების გეოგრაფია, გალობა, ხატწერა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისება, სასწავლო შემეცნებითი შიდასასკოლო ოლიმპიადის გამართვა;

X. მოსწავლეთა შემოქმედება:

) ელექტრონული ჟურნალები: „ერმოლაოსი“, „ჯვარი ვაზისა“.

) მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა კლასგარეშე წრეებში(ხატწერა, გალობა, ხალხური საკრავები, ცეკვა, ჭადრაკი, ხელგარჯილობა) საგნობრივ წრეებში (მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, სამკურნალო მცენარეების შესწავლა, სიწმინდეების გეოგრაფია)

XI. უმთავრესი ინდიკატორები:

) მოსწავლეთა მოზიდვა და შენარჩუნება; ყოველი სასწავლო წლის დამდეგისათვი

კლასების დაკომპლექტება;

) მოსწავლეთა ჩართულობა;

) მაღალკვალიფიცირებულ პედაგოგთა მოზიდვა და შენარჩუნება;

) სწავლების თანამედროვე მეთოდების განუხრელად დანერგვა;

) დამწყები პედაგოგებისათვის პროფესიულ ზრდაში ხელის შეწყობა;

) განათლების ხარისხზე განუხრელი ზრუნვა;

) ობოლ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე განუხრელი ზრუნვა;

) არაკომპეტენტური და სააღმზრდელო ფუნქციების ვერშემსრულებელი პედაგოგებისათვის,

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადის დაწესება და პროგრესის

მიუღწევლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაუქმების საკითხის დაყენება;

) მასწავლებელთა მონიტორინგის განხორციელება სწავლების ხარისხის მხრივ. (კათედრების

ანალიზის, მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის საფუძველზე);

) სემესტრში ორჯერ ადმინისტრაციის მიერ სასწავლო პროცესის მონიტორინგი

ლ) სადამრიგებლო საქმიანობის გამართული ფუნქციონირება (დამრიგებლების აქტიური ურთიერთობა მშობლებთან);

XII. სკოლის წარმატების განმსაზღვრელი ხუთი ფაქტორი:

) სასკოლო სასწავლო გეგმა;

) უსაფრთხო გარემო;

) დასახული მიზნის შესრულება;

) თანამშრომლეთა კოლეგიალობა და პროფესიონალიზმი;

) მოტივაცი და კომუნიკაცია;

ვ) მოძღვრის როლი სწავლა–აღზრდის საქმეში;

XIII. განათლების ხარისხის ზრდის განვითარების სტრატეგია, საფეხურების

მიხედვით:

დაწყებითი საფეხურის ძირითადი მიზნებია:

· ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტიურად სწავლისთვის;

· შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;

· შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

· ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს უფლის რწმენა და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება.

საბაზო საფეხურის ძირითადი მიზნებია:

· დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;

· მოსწავლეს ჩამოუყალიბოს წინაპირობები მომავალი არჩევანისთვის: აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და, თუ აპირებს, რა ფორმით;

· შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

· ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების აუცილებლობა.

საშუალო საფეხურის ძირითადი მიზნებია:

· შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად;

· შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).

· ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების მოთხოვნილება, რათა შეძლოს ღვთისნიერ ადამიანად ჩამოყალიბება. მოთმინებით და მორჩილებით შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება ღმერთისა თუ ერის სამსახურში.

) აზროვნების, შემეცნების, ანალიზის და შეფასების უნარი ფორმირებისათვის ხელის

შეწყობა;

) საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასების უნარის ჩამოყალიბება;

) მზადება თვითჩამოყალიბება-თვითრეალიზაციისათვის;

) კომუნიკაბელობის, ესთეტურობის, ზნეობრიობის, სულიერად ჯანსაღი პიროვნების

ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა;

) საგნობრივ კონფერენციებსა და სასწავლო ოლიმპიადებში მაქსიმალური მონაწილეობა;

) წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა.

) სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა რაოდენობის ზრდა;

XIV. სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება:

) საგნების მიხედვით, სასკოლო-სასწავლო გეგმის პერმანენტულად სრულყოფა და სწორი

ფორმით რეალიზება;

) საგნობრივ დისციპლინათა დაახლოება - ინტეგრაცია. ინტეგრირებული გაკვეთილების

ჩატარება;

) სასწავლო-შემეცნებითი შიდასასკოლო კონფერენციის გამართვა საღვთისმეტყველო თემაზე. კონფერენციის მომზადება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების მონაწილეობით თემაზე – „რწმენა და ეთიკა“.

) ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის განვითარება

) სპორტის გაკვეთილების შემოღება (ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი ფეხბურთი, კალათბურთი);

) გაცდენ – დაგვიანებებზე კონტროლი.

XV. ინოვაციური მოღვაწეობა:

) საგანმანათლებლო ხაზით ერთიან საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემაში ჩართვა (უკვე

მოქმედებს);

) კლასების ერთიან სასკოლო საკომუნიკაციო სისტემაში მოქცევა.

) მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

მათი ჩაბმა სხვადასხვა სასწავლო თუ შემოქმედებით პროცესებში;

) სასპორტო (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი) პროფილის განვითარებისთვის ხელის შეწყობა;

) შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების ჩაბმა შემოქმედებით

კონკურსებში, სასწავლო ოლიმპიადებში, სამეცნიერო კონფერენციებში, გამოფენებში,

სპორტულ შეჯიბრებებში;

) საგნობრივი წრეების შემოქმედებითი მუშაობისთვის ხელისშეწყობა;

) სკოლის ვებ–გვერდის სისტემატიური განახლება.

XVI. ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა:

) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში, ეკლესიის, სკოლასა და ოჯახს შორის

შეთანხმებული მუშაობა;

) შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიების და მოლოცვების მოწყობა;

) კვების ბლოკის (სასკოლო ბუფეტის) გამართული და ხარისხიანი მუშაობისთვის ხელის

შეწყობა;

XIX. აღზრდის სისტემა, უსაფრთხო გარემო და სასკოლო დისციპლინა:

) ეფუძნება ურთიერთგაგებისა და მოვალეობის პრინციპებს

) პედაგოგი ვალდებულია შეაყვაროს მოსწავლეს თავისი საგანი;

) მოსწავლის მიერ დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, მას აუცილებლად უნდა

განემარტოს თუ რატომ დაედო ესა თუ ის სასჯელი;

XX. საკადრო საკითხი:

) სკოლა ზრუნავს პედაგოგიური პოტენციალის ხარისხობრივ ზრდაზე;

დღევანდელი მდგომარეობით სკოლაში არის 1 (ერთი) სახელმწიფო

სერთიფიცირებული პედაგოგი.

2010 – 2011 სასწავლო წლის ბოლოსთვის სახელმწიფო სერთიფიცირება გავლილი უნდა

ქონდეს პედაგოგთა მინიმუმს.

2011 –2012 სასწავლო წლის ბოლოსთვის მინიმუმ 50%;

2012 – 2013 სასწავლო წლის ბოლოსთვის მინიმუმ 80%;

2013 – 2014 სასწავლო წლის ბოლოსთვის მინიმუმ 90 %;

2014 – 2015 სასწავლო წლის ბოლოსთვის მინიმუმ 100 %;

2015 – 2016 სასწავლო წლის ბოლოსთვის 100%;

) კვალიფიცირებული კადრების მოზიდვაზე;

) ვაკანტური ადგილების კონკურსის წესით შევსებაზე;

XXI. პროფესიული განვითარება და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება:

) მზადება მასწავლებელთა ერთიანი სახელმწიფო სერთიფიცირებისათვის;

ბ) განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნობრივი ტრენინგებისა და სხვადასხვა სემინარებში მონაწილეობა;

XXII. სკოლის ვებ-გვერდის გამართული მუშაობა (www.wmida-nazaris-skola.blogspot.com):

) საინფორმაციო მენეჯერის მიერ საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

) სკოლის ყველა თანამშრომლის უზრუნველყოფა ელექტრონული მისამართით;

XXIII. მშობლებსა და სკოლას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება:

) კლასის ხელმძღვანელების პერმანენტული ურთიერთობა მშობლებთან;

) სასკოლო ღონისძიებებში მშობლების აქტიური ჩართვა;

) მშობლების მხრიდან მრჩეველთა საბჭოს შექმნა;

) ყოველი სასწავლო წლის დამდეგისათვის ახლადჩარიცხულ პირველკლასელების

მშობლებთან დირექციის შეხვედრა;

) დაინტერესებულ მშობელთა მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში;

) ღია საჩვენებელი გაკვეთილების გამართვა (გეგმიური) მშობლებისათვის;

XXIV. კლასგარეშე მუშაობის უზრუნველყოფა და მიმართულებები;

1. სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები;

2. ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრები;

3. უმაღლესი სასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

4. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ აქტიური მონაწილეობა.

5. მოსწავლეთა თვითშემოქმედება (გალობა, ხალხური საკრავები, ქართული ცეკვა):

) კლასგარეშე მუშაობის დარგში ორგანიზატორის ანგარიშგება სკოლის წინაშე;

) მოსწავლეთა ჩართულობა კლასგარეშე ღონისძიებებში;

) დამრიგებლების ჩართულობა და როლი კლასგარეშე ღონისძიებებში;

) მშობელთა გააქტიურება კლასგარეშე ღონისძიებებში;

XXV. სკოლის ბიუჯეტი:

1. საპატრიარქოს დაფინანსებისა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსების გახარჯვა მოხდეს გონივრულად;

2. გამოირიცხოს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა;

3. აქტიურდესალუმნაისპროგრამა;

4. ყოველწლიურად ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას თანხები სასწავლო–სააღმზრდელო საქმიანობისათვის (ადმინისტრაციის, მასწავლებელთა, დამრიგებელთა ხელფასები და სახელფასო დანამატები, კლასგარეშე ღონისძიებათა ორგანიზატორთა ხელფასები და დანამატები);

5. მოსწავლეთა მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ხარჯები. (ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნეს ყოველი საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. ხარჯების დაფარვა მოხდეს როგორც საბიუჯეტო, ასევე საპატრაირქოს დაფინანსებიდან;

XXVI. მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და დამატებითი ფინანსური

რესურსების მოძიება:

) კომპიუტერებისა და წიგნადი ფონდის განახლებისათვის, ყოველწლიურად 2010 წლის

ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1000 (ათასი) ლარის ათვისება;

) მეორადი სახელმძღვანელოების ფონდის შექმნა; ( კლასის დამრიგებლებმა,

ბიბლიოთეკარმა, საგნის მასწავლებლებმა, უზრუნველყონ მეორადი

სახელმძღვანელოების ნებაყოფლობითი მოგროვება);

) წიგნადი ფონდის გაზრდა საღვთისმეტყველო ბიბლიოთეკისათვის;

) საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორიისათვის საჭირო რეაქტივებისა და ინვენტარის შესაძენი თანხების გამოყოფა ბიუჯეტიდან (2000 ლარი) .

) დონორი ორგანიზაციების მოძიება;

2011 წელს დაიგეგმოს 1500 (ათასხუთასი) ლარი წიგნადი ფონდის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისათვის;

2012 წელს დაიგეგმოს 4000 (ოთხიათასი) ლარი წიგნადი ფონდისა და კომპიუტერის შეძენისათვის, სასწავლო სააღმზრდელო პროცესებისა და სამუშაო გარემოს უკეთ ორგანიზებისათვის;

2012/13 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ყველა სადამრიგებლო კლასი აღიჭურვოს სკოლის შიდა ქსელში ჩართული საჰაერო ინტერნეტის მოწყობა;

2013/14 სასწავლო წლის დასაწყისისათვის კომპიუტერის რაოდენობა გაიზარდოს 20 კომპიუტერით,მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

2014/15 სასწავლო წლის დასაწყისისათვის კომპიუტერის რაოდენობა გაიზარდოს 10 მოსწავლეზე 1 კომპიუტერი

2015/16 სასწავლო წლის დასაწყისისათვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება,

2011-2016 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმის ორიენტირები:

ორიენტაცია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში აღწერილ იდეალებზე;

ორიენტაცია შედეგზე და შედეგების დემონსტრაციაზე;

ორიენტაცია სასწავლო პროცესის ერთიანობაზე;

ორიენტაცია თითოეულ მოსწავლეზე;

ორიენტაცია რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე;

ორიენტაცია სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნებაზე;

სკოლის თითოეული წლის სასწავლო გეგმა უნდა შემუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, მიზნების, მიდრეკილებების გათვალისწინებით.

სკოლის სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის 5 ძირითადი სიახლე:

· საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი;

· გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები;

· სწავლა ნიშნავს ინფორმაციის დაგროვებას, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას;

· სწავლებაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებლის და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება;

· მთავარი ორიენტირი ხდება არა მხოლოდ ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი.

მნიშვნელოვანია არა მარტო რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის მოხმარება.

XXVII. სკოლის კეთილმოწყობა და სარემონტო სამუშაოები:

) 2011 /12 .წლის დამდეგისათვის შეიმინოს მეორე სართულის აივანი, გადიდეს კომპიუტერის ოთახი და მოეწყოს შესაბამისად ახალი ინვენტარით. მიმატებულ ფართში გამოიყოს 35 კვ.მ ხატწერის კაბინეტის მოსაწყობად. პირველ სართულზე (ხატწერის ოთახში) დაიგოს მეტლახი და მოეწყოს ქიმიისა და ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიის მოთხოვნების შესაბამისად;

) ამართულად ფუნქციონირებდეს სამედიცინო კუთხე (წელიწადში 2–ჯერ „ავერსიდან“მოხდეს მედიკამენტების შეძენა);

) გამართულად ფუნქციონირებდეს კვების ბლოკი;

) გარე სპორტულ მოედანზე დამონტაჟდეს მინი ფეხბურთისათვის რკინის კარები დაშესაბამისად მოხდეს მათი სასკოლო სტანდარტებში მოყვანა;

XXVIII. საპატრიარქოს სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, კონფერენციების მოწყობა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება;

XXIX. განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და ეროვნული

სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი შესრულება;

XXX. სკოლის მონიტორინგი:

სკოლა ყოველწლიურად ახდენს მონიტორინგს (შედეგების ანალიზი, მოსწავლეების,

მასწავლებლების და მშობლების გამოკითხვა) ;

XXXI. მოსალოდნელი შედეგები:

ზემოთ წარმოდგენილი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესრულება, სკოლას

საშუალებას მისცემს წარმატებით გაართვას თავი ურთულეს ამოცანას და გახდეს

აკრედიტებული სასწავლო დაწესებულება.

Сообщения отсутствуют.
Сообщения отсутствуют.